13:22 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 11:32:03, 914 ნახვა

პოლიტიკა
შამბა - ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი

ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა.

შამბას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი რუსულ სამყაროსაა "მორგებული".

"ჩვენ რუსეთთან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი", - განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, რუსული ენის დამსახურებაა, რომ ოკუპირებულმა აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეიცნო.

"უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ აითვისა მრავალი ტრადიცია და კულტურული ელემენტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდებულმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია ბევრი ერზე რუსული იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროშით. აფხაზეთი მუდმივად იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის, მწერლების, მხატვრებისა და სხვების ყურადღებას", - დასძინა შამბამ.

ცნობისთვის, მანამდე დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "რუსეთთან ურთიერთობის სავარაუდო მოდელი შესაძლებელია ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი იყოს. დამოუკიდებლობის შენარჩუნების პარალელურად, აფხაზეთი მზადაა, რომ საგარეო და დაცვითი პოლიტიკა აწარმოოს, მათ შორის სასაზღვრო უსაფრთხოება რუსეთთან ერთად".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics