|
2015-02-10 17:35:56, 822 ნახვა
სამართალი
გომელაური იმედოვნებს, რომ ლიკანში პოლიციელების დაჭრაში ბრალდებულ პირს მალე დააკავებენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმედოვნებს, რომ ლიკანში პოლიციელების დაჭრაში ბრალდებულ პირს მალე დააკავებენ. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს ბორჯომში პოლიციელ გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვაზე განუცხადა, პირი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. "ყველაფერი გავაკეთეთ, ქართველმა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გადაგვერჩინა გიორგი, ჩვენი გოგიტა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა და ამ შედეგამდე მივედით.ჯერჯერობით არ არის დაკავებული ის პირი. მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. ვიმედოვნებთ, რომ მალე დააკავებენ ამ პიროვნებას და კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი, თბილისში გადაიყვანეს. გიორგი ბერუაშვილი 6 თებერვალს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)