01:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 19:48:12, 661 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვამ ოფიციალურ დოკუმენტში რუსეთს ეროვნული საფრთხე უწოდა

მოლდოვამ რუსეთს ოფიციალურ დონეზე პირველად უწოდა ეროვნული საფრთხე. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიის ახალ დოკუმენტშია ნათქვამი. 

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მოსკოვი მოლდოვის "სახელმწიფოებრიობის განადგურებას" გეგმავს. 

უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გუშინ, ოთხშაბათს წარადგინა და იგი პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა. 

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, მოლდოვისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს სწორედ რუსეთი წარმოადგენს. 

"რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტები მოლდოვის რესპუბლიკაში წარმოადგენენ საფრთხის  ყველაზე საშიშ და მუდმივ წყაროს, რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება მძიმე გავლენა ჰქონდეს ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, დემოკრატიაზე და ქვეყნის კეთილდღეობაზე", - წერია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრით აპირებდა, რომ მოლდოვის მიმართულებით სახმელეთო დერეფანი გაეჭრა, რითაც მოლდოვის კონსტიტუციური წყობის ძალადობის გზით შეცვლის წინაპირობას შექმნიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics