|
2023-10-12 16:51:15, 1183 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - ნინო ნიჟარაძემ ღვაწლმოსილი ექიმი ვახტანგ ბერიძე დააჯილდოვა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის ექიმი ალერგოლოგი, პედიატრი, ვახტანგ ბერიძე, 70 წლის იუბილესა და აჭარის ა.რ. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის, სამინისტროს სიგელით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს "ბატონ ვახტანგს სამინისტროს სახელით ვულოცავთ იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებულ და ნაყოფიერ წლებს როგორც პროფესიაში, ასევე პირად ცხოვრებაში. ბატონი ვახტანგი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, პროფესიის ერთგულებითა და პაციენტებისადმი გულისხმიერებით, აღსანიშნავია მისი როლი რეგიონში სხვადასხვა სამედიცინო პროგრამების დანერგვისა და განხორციელების პროცესში",- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვახტანგ ბერიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, მოგვიანებით ორდინატურა გაიარა მოსკოვის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პედიატრიის ინსტიტუტში. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფლობს სახელმწიფო და საერთაშორისო სერტიფიკატებს პედიატრიასა და ალერგოლოგიაში. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში საქმიანობს 1987 წლიდან. პარალელურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)