03:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 16:37:44, 680 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - „ჰამასი“ განადგურდება, როგორც ISIS

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებულ შტატებს "ისრაელის მიმართ წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის" მადლობას უხდის.

როგორც ნეთანიაჰუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბლინკენის ვიზიტი „აშშ-ის ცალსახა მხარდაჭერის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითია ისრაელისთვის“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, "ჰამასი" ISIS-ია და უნდა განადგურდეს.

„ჰამასი" არის "ისლამური სახელმწიფო" და როგორც ISIS გაანადგურეს, ასევე განადგურდება "ჰამასი".

არც ერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა დაიფაროს ისინი. ისინი, ვინც ამას გააკეთებენ, უნდა დასანქცირდნენ",- თქვა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ერთობლივ პრესკონფერენციამდე ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირისპირ შეხვედრა გამართეს.

ბლინკენი ისრაელს დღეს, 12 ოქტომბერს ეწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics