04:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 10:40:39, 1054 ნახვა

მსოფლიო
აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზაში მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს

აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზას მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოპერატიულ უწყებებს შორის დისკუსიები მიმდინარეობს.

„ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ არის დეტალები, რომლებიც დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება და მე არ მსურს, მათ შესახებ ამ დროისთვის საჯაროდ ვისაუბრო“,- განაცხადა სალივანმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 10 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მოწოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გამოვიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics