09:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-08 16:29:12, 763 ნახვა

მსოფლიო
ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილმა დაშავებულთა რაოდენობამ 2 048-ს მიაღწია. 

ამ დრომდე ათობით ადამიანი უზგო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, სავარაუდოა, რომ მათი დიდი ნაწილი "ჰამასის" წევრებმა ღაზას სექტორში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში, "ჰამასის" დარტყმების შემდეგ ისრაელის საპასუხო შეტევას, სულ მცირე, 313 პალესტინელი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics