|
2023-10-05 23:14:37, 736 ნახვა
პოლიტიკა
მიშელი - ქართველ ხალხს ვეტყვი - განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ ის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება
ქართველ ხალხს ვეტყვი - განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ ის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა ესპანეთში, ვროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მიშელის თქმით, ევროკავშირის გაფართოების საკითხი დღის წესრიგში დეკემბერში დადგება და იქ ლიდერები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. "ერთი სიტყვა საქართველოზე. იცით, რომ ნოემბერში ევროკომისია გაფართოებაზე ანგარიშს გამოაქვეყნებს და დღეს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დეკემბერში გაფართოების საკითხს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დავაყენებთ და [წევრი სახელმწიფოების] ლიდერების დონეზე გაფართოებაზე ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც... ქართველ ხალხს ვეტყვი - რეფორმები. განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ თქვენი რეფორმები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის რეფორმები, სასამართლოს დამოუკიდებლობა - ეს არის პრიორიტეტი", - განაცხადა მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)