02:07 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 13:12:23, 791 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე დეკანოიძეს - ეს არის პოლიტიკური ხულიგნობა, რასაც აკეთებთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის თამჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძესა და "ევროოპტიმისტების" წარმომადგენელს, ხატია დეკანოიძეს შორის მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკანოიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით კითხვა დასვა და ასევე, "ქართული ოცნების" დეპუტატებს ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება შეახსენა.

"სერგეი ლავროვი, რუსეთის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობს თქვენს ხელისუფლებასთან. როდესაც ამას ვამტკიცებთ, თქვენ ამბობთ, რომ ეს ტყუილია",- განაცხადა დეკანოიძემ, რის შემდეგაც ოპოზიციონერ დეპუტატს მიხეილ სარჯველაძემ მიმართა და მის გამოსვლას "პოლიტიკური ხულიგნობა" უწოდა.

"ეს არის ახლა პოლიტიკური ხულიგნობა, რასაც აკეთებთ... საკუთარ თავს ამხელთ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ თქვენ და ლავროვი ერთი და იმავეს საუბრობთ. უნისონშია თქვენი და ლავროვის განცხადება... „პადაჩებს“ გაწვდით ლავროვი. სადაც გიჭირთ დასაბუთებაში, ყველგან ლავროვი გეხმარებათ“,- თქვა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა: "როცა დავინახეთ ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესება, ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შევთანხმდით".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics