|
2023-09-27 16:06:58, 1079 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყო, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ტურისტების მზარდი დინამიკა
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ აჭარას წარმატებული საზღვაო ტურისტული სეზონი ქონდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარაში 2022 წელთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია +46.3 %-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით ვიზიტები რეგიონში გაზრდილია +20.2%-ით. ფრენების მატება გვაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. საერთაშორისო ფრენების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაზრდილია +12%-ით,ხოლო 2019 წელთან შედარებით +6%-ით. „საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყო, ჩვენ შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა მზარდი დინამიკა, სტატისტიკა ვიზიტორების. მორჩა რა საზღვაო ტურისტული სეზონი, ძალიან ხმამაღლა და ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რას ემსახურებოდა ის კამპანიური ხასიათის სრულ სიყალბეზე დაფუძნებული დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებდნენ მტრულად განწყობილი ჯგუფები. 2019 წელთან შედარებით 20%-ით გავზარდეთ ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე 46%-ით არის გაზრდილი 2022 წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა. მიმდინარე წელს საზღვაო ტურისტულ სეზონზე, მაინც იმუშავა იმ კამპანიამ და შესაბამისად, გარკვეულ პოტენციურ ვიზიტორებზე მაინც მოახდინა გავლენა წყლის ხარისხის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა კამპანიამ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება და ხელწერა ამ რადიკალური ჯგუფების, რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ ცრუ კამპანიებით ჩვენი მოსახლეობის ფინანსური დაზარალება და შემდეგ ეს უკმაყოფილება გამოიყენონ სხვადასხვა მიზნებისთვის“,- განაცხადა რიჟვაძემ.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)