12:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 12:49:48, 634 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი თაღლითობაში პასუხისმგებლად ცნო

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი შვილები ნიუ-იორკის სასამართლომ თაღლითობაში პასუხისმგებლად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, მოსამართლე არტურ ენგორონმა დაადგინა, რომ ფინანსური ანგარიშები, რომლებსაც ტრამპი და მისი ოჯახის წევრები, დაახლოებით, ათი წლის განმავლობაში კრედიტორებსა და მზღვეველებს აწვდიდნენ, ყალბი იყო.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ტრამპები "ნიუ-იორკის შტატის კანონის მუდმივი დარღვევისთვის სამართლებრივად პასუხისმგებელნი არიან".

„დღეს, მოსამართლემ ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი და ტრამპის ორგანიზაცია წლების განმავლობაში ფინანსურ თაღლითობაში იყო ჩართული“,- თქვა გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა, რომელმაც დონალდ ტრამპს 2022 წლის სექტემბერში უჩივლა.

სასამართლო პროცესი 2 ოქტომბერს გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics