14:33 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 16:24:19, 1077 ნახვა

რეგიონი
სოფელ ზემო ხანდაკში მუსიკალური სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილეები გაეცნენ

სოფელ ზემო ხანდაკში მუსიკალური სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილეები ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრების, ელექტრო გაყვანილობის სისტემის, მაღალხარისხიანი ლამინირებული იატაკის,  ოთახების ჭერის  თაბაშირ-მუყაოს ფილებით მოწყობასა და შენობის  შიდა და გარე ფასადის შეღებვას.

"შენობაში უკვე შეიცვალა კარ - ფანჯრები, ამჟამად კი კედლების ლესვითი და ჭერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს მშენებელი 2013“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 58 386 ლარია  და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სამუსიკო სკოლაში, გარდა მუსიკისა, ბავშვები სახვით ხელოვნებასაც სწავლობენ. წლებია სკოლას რეაბილიტაცია არ ჩასტარებია, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ბავშვები და პედაგოგები განახლებულ შენობაში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics