09:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-16 17:23:52, 928 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ფარცხალაძე უნდა დააკავონ, დღევანდელი მთავარი პროკურორი კი თანამდებობას განარიდონ

ფარცხალაძე უნდა დააკავონ. მის გარშემო მყოფი ყველა პირი და დღევანდელი მთავარი პროკურორი უნდა განარიდონ თანამდებობას,- ამის შესახე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.ქვეყნის მოღალატეა.

"ეს არის სამშობლოს ღალატი, ოფიციალურად დადასტურებული, ფაქტობრივად, ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თუ გვინდა, რომ არ იყოს ზიანი, ეს კაცი [ფარცხალაძე] უნდა დააკავონ. მის გარშემო მყოფი ყველა პირი და დღევანდელი მთავარი პროკურორი უნდა განარიდონ თანამდებობას. გამოძიება მის წინააღმდეგაც უნდა იყოს, იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელობდა ფარცხალაძის დროს საგამოძიებო მიმართულებას, მისი მოადგილე იყო და შემდგომ ორგზის დანიშნეს პროკურორად. ეს შემთხვევით არ მომხდარა",- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics