16:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-16 10:23:37, 976 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა. ამის შესახებ შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საუბარია ევროკავშირის 5 წევრ ქვეყანაზე, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან ან გეოგრაფიულად ახლოს იმყოფებიან - პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი.

„არსებულ ზომებს ვადა დღეს გასდის. უკრაინა დათანხმდა 30 დღის განმავლობაში ნებისმიერი სამართლებრივი ზომა მიიღოს (მათ შორის, მაგალითად, საექსპორტო ლიცენზირების სისტემა) მარცვლეულის მოზღვავებისთვის თავის ასარიდებლად.

მანამდე უკრაინამ 2023 წლის 16 სექტემბრიდან სურსათის 4 ჯგუფის ექსპორტის კონტროლზე ეფექტიანი ზომები უნდა მიიღოს, რათა მეზობელ წევრ ქვეყნებში ნებისმიერი საბაზრო ცვლილებები აღკვეთოს”,- აღნიანულია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისია და უკრაინა ვითარების გააკონტროლებენ, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე მოახდინონ რეაგირება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics