09:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 12:53:28, 707 ნახვა

პოლიტიკა
ირლანდიის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

ირლანდიამ დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირლანდიის შეფასებით, გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების დამყარებასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

"ირლანდიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა ირლანდიის მხარის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, რაც ირლანდიური მხარის შეფასებით, ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების დამყარებას და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. ამის შესახებ აღინიშნა ირლანდიის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიჰო მარტინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრის დროს.

მხარეები მიესალმნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვეს, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების სამუშაოებს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. ირლანდიური მხარის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული გადაწყვეტილების ტექნიკურ იმპლემენტაციის პროცესი",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics