16:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 09:56:33, 950 ნახვა

მსოფლიო
NBC - მომავალ კვირას ზელენსკი ბაიდენს აშშ-ში შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი NBC უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

NBC-ის ცნობით, ნიუ-იორკში ყოფნისას ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე გაეროს გენერალურ ასამბლეაში ვიზიტს აპირებს.

მედიის ცნობითვე, ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა, ნიუ-იორკში თუ თეთრ სახლში, ვინაიდან, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ივლისში, ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტზე შეხვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics