|
2023-09-14 15:23:25, 1222 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა - ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში ბინები გადაეცა
"ხელმისაწვდომი საცხოვრისის" პროგრამის ფარგლებში, ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში, ბინები სრული რემონტით გადაეცა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, მოსახლეობისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. "100 ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. დღეს, ას ოჯახს ბათუმში, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში, ბინები გადაეცა. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს; ეს არის ის მიზანი, რომელიც გვაძლევს ძალას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ თითოეული ჩვენი თანაქალაქელისთვის. ბოლო წლების განმავლობაში ერთად შევძელით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა და კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ეს არ არის საკმარისი. ბათუმის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. ქალაქი შეიცვალა, განვითარდა, ყველა უბანში მიმდინარეობს მასშტაბური მშენებლობები. ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მთავარი ორიენტირი, მთავარი ღირებულება არის თითოეული თქვენგანი, თქვენი ოჯახები და რა თქმა უნდა მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად იცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. "ხელმისაწვდომი საცხოვრისის" პროგრამის პირველ ეტაპზე, ბინები 2021 წელს 80 ოჯახს გადაეცა. პროგრამის მეორე ეტაპზე საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. #82-ში აშენდა. დასახლება 100 ოჯახზეა გათვლილი. ასევე, აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს პროგრამაზე „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე", რომლის ფარგლებშიც 3000-ზე მეტი ოჯახი შეძლებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა ეტაპობრივად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება. ბინების გადაცემის ღონისძიებას აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)