15:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 14:02:30, 666 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - იმპიჩმენტის წამოწყება შეიძლება, ემსახურებოდეს პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას

ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ემსახურებოდეს - პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას, იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს მის უმაღლეს ვალდებულებას

„საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს მის უმაღლეს ვალდებულებას. ეს არის ხალხის ნება. საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია. ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს - პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას",- განაცხადა მსხილაძემ.

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics