|
2023-09-01 14:57:04, 1289 ნახვა
რეგიონი
ღვაწლმოსილი მედდა, რუსუდან ჩხაიძე დაჯილდოვდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე, მარი ზანაქიძემ, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინას" ლითოტრიფსიის კაბინეტის მედდა, რუსუდან ჩხაიძე, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამინისტროს სიგელით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "ქალბატონი რუსუდანი, 48 წელია ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას. აქვს სამედიცინო საქმიანობის გამოცდილება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. სამინისტროს სახელით, ვულოცავთ 70 წლის იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას. დასაფასებელია, რომ დღემდე აქტიურადაა ჩართული პროფესიულ საქმიანობაში" - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილე, მარი ზანაქიძემ. უწყების ცნობით, რუსუდან ჩხაიძეს დამთავრებული აქვს თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებელი, ფერშალის სპეციალობა. მუშაობდა ლანჩხუთის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, ბათუმის მეზღვაურთა საავადმყოფოში ოტორინოლარინგოლოგიურ და სტომატოლოგიურ კაბინეტებში, 2028 წლიდან დღემდე არის ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი "მედინას" ლითოტრიფსიის კაბინეტის მედდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)