|
2023-09-01 12:45:16, 1155 ნახვა
რეგიონი
სოფელ ოკამში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დებეტის გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტით დაგეგმილ მიმდინარე სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან ზურაბ კოპაძესთან, მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო. „წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „მნათობი 2013“ ახორციელებს. პროექტი, კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 135 450 ლარია. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ წყლის გაზრდილი დებეტით, სოფელ ოკამის მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)