|
2023-08-25 17:16:42, 1097 ნახვა
რეგიონი
არჩილ ჩიქოვანი - ომის პარტია ვერ შეძლებს წინ აღუდგეს იმას, რასაც ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემის მოგვარება ჰქვია
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებებს არჩილ ჩიქოვანმა უპასუხა. ჩიქოვანის თქმით, ომის პარტია ვერ შეძლებს წინ აღუდგეს იმას, რასაც ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემის მოგვარება ჰქვია „მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, ადგილი ჰქონდა ფაქტის დამახინჯებას იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა ომის პარტიის დეპუტატის მიერ. აქ არის ორი კომპონენტი, ერთი - მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ადამიანების დაკმაყოფილება და მეორე, რაც არ მოეწონათ, არის ის, რომ დაახლოებით 3500 კვ.მ ქალაქ ბათუმის საბინაო ფონდში წარიმართება, რომელიც სამომავლოდ როგორც ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახების, ასევე, ბუნებრივია, სხვა სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დაკმაყოფილებას მოხმარდება. ამ პროგრამის დისკრედიტაცია არ გამოვა და ვერავინ შეძლებს წინ აღუდგეს, იმას, რასაც ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემის მოგვარება ჰქვია”,- განაცხადა ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)