|
2023-08-24 14:14:40, 939 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ომის პარტიის მიზანი იყო ტურისტული სეზონის შესახებ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება
აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ტურისტული ნაკადებისა და სტატისტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა როგორც ზღვისპირა ქალაქებში, ისე მაღალმთიან აჭარაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. „საზღვაო ტურისტული სეზონის დასაწყისშივე, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ომის პარტიის და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფებისა, რომელთა მთავარი მიზანი იყო ყალბი და დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი ხალხის შემოსავლის გარეშე დატოვება, ეს წარუმატებელი აღმოჩნდა. ზღვისპირა ქალაქებში, ბათუმში, ქობულეთსა და მაღალმთიან აჭარაში განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად, იმ ამოცანების შესაბამისად, რომელიც დასახული ჰქონდა როგორც ტურიზმის დეპარტამენტს, ასევე მთავრობას. გასულ წელთან შედარებით, ტურისტული ნაკადები გაზრდილია 56%-ით, 2019 წელთან შედარებით კი, ზრდა შეადგენს 24 %-ს. ასევე, ჩვენთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალი ტურისტული ობიექტები შეიქმნა მაღალმთიან აჭარაში - დაახლოებით 45 ახალი ობიექტი შეემატა აჭარის მაღალმთიანეთს ტურისტული დანიშნულების“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მათივე ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილია საერთაშორისო ფრენები. 2023 წლის 7 თვის მონაცემით განხორციელდა 1 436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლისანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +9.7%-ით. „აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს. სტატისტიკის თანახმად შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის 2 კვარტლის მონაცემით +56.6 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +24%-ით. აჭარაში გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა, როგორც ზღვისპირა ქალაქებში, ისე მაღალმთიან აჭარაში. მთიან აჭარას მხოლოდ წელს 45 ახალი ობიექტი დაემატა“,- აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)