14:14 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 19:32:09, 732 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში სამშენებლო ნარჩენისგან 16 ლოკაცია დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ისნის რაიონში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება ჩაატარეს და სამშენებლო ნარჩენები 16 ლოკაციიდან გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით, დომენიკა ერისთავის ქუჩაზე და „დირსის“ დასახლებაში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დავით გელოვანი გაეცნო.

"აქციაში ჩართული იყო კომპანიის 25 თანამშრომელი. მსგავსი ღონისძიებები თბილისის ათივე რიაონში მიმდინარეობს.

კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ მსგავსი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება.

აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics