|
2023-08-16 21:17:54, 1041 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი, რომლისკენ მიმავალი საუკეთესო გზა, ბუნებრივია, არის პროვიკაციების მაქსიმალურად მოწყობა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს ლანძღავს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული პირი კიევში ცხოვრობს და საქართველოში არ იმყოფება. კობახიძის თქმით, ეს არ არის პირველი პროვოკაცია იმ ძალების მხრიდან, რომელთაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. მისივე განცხადებით, მთავარია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს მსგავსი ქმედებები და პროვოკაციებს არ აჰყვეს. "ეს არ არის პირველი ფაქტი, თუ არ ვცდები, მეხუთე თუ მეექვსე ასეთი ვიდეო ვრცელდება სოციალურ მედიაში. თქვენ იცით, რომ უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი და მეორე ფრონტისკენ მიმავალი საუკეთესო გზა, ბუნებრივია არის პროვიკაციების მაქსიმალურად მოწყობა. ასეთი პრვოკაციები, ბუნებრივია, ამ სურვილს და განზრახვას უკავშირდება. მათავრია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს და არ აჰყვეს ამ პროვოკაციებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)