17:06 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 15:00:45, 1374 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა - მთავრობის ხელშეწყობით, კიდევ 17 სტუდენტი გააგრძელებს სწავლას ევროპისა და ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პროგრამა - "სწავლა საზღვარგარეთ" კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ცნობით, პროგრამა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2014 წლიდან ხორციელდება.

"სწავლა საზღვარგარეთ" პროგრამის მიზანია, ნიჭიერი კადრების აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. გამარჯვებული სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, ლიეტუვას, ფინეთის, ესპანეთის, ესტონეთის და ჩეხეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიცაა - კემბრიჯის უნივერსიტეტი,   ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი, გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტი, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი,

თორნიკე რიჟვაძემ გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის მეთაურის ინიციატივით შეიქმნება კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროგრამის მონაწილე  ახალგაზრდების თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

2023 წელს „სწავლა საზღვარგარეთ" პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობდა 33 კონკურსანტი, რომელთაგან გამოვლინდა 17 გამარჯვებული. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი და სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics