|
2023-08-14 20:16:40, 1029 ნახვა
პოლიტიკა
ენმ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით შს მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იბარებს. აღნიშნული წერილი ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შინაგან საქმეთა მინისტრთან შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აქვს კითხვები. ერთ-ერთი კითხვაა - შოვში მეწყრული პროცესი განვითარდა 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე; საჯაროდ არსებული ინფორმაციის და თვითმხილველების განმარტების თანახმად, სამაშველო სამუშაოები შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს სამი საათის დაგვიანებით. რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი?“ „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს; 1. მეწყრული და სხვა ბუნებრივი სტიქიების შედეგად ადამიანური დანაკარგის შემცირების საუკეთესო პრაქტიკის უმთავრესი კომპონენტი არის შესაბამისი ეროვნული მონიტორინგის და ადრეული გაფრთხილების სისტემის არსებობა. 2021 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას, თქვენ განაცხადეთ: „დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს, მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს“. რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ ორი სამძებრო- სამაშველო ვერტმფრენის (“HUEY II”-ის) გრანტის წესით შესყიდვაზე? იყო თუ არა შსს ჩართული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რა იყო სამინისტროს ოფიციალური პოზიცია”, - ნათქვამია ენმ-ის მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)