21:07 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 19:18:36, 1064 ნახვა

საზოგადოება
ქარსელაძე რიკოთზე - ყველა ის ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს

10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის პროექტში ჩართული 10 კომპანიიდან, არც ერთი არ იმყოფება საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

როგორც ქარსელაძე აღნიშნავს, ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი.

„შეუძლებელია, პროცედურების დაცვით, როგორც წარიმართა რიკოთი და ნებისმიერი სხვა ჩვენი მასშტაბური პროექტი, რომ ამ პირობებში სანქცირებულ შავ სიაში მყოფ კომპანიას გაემარჯვა და მასთან გაფორმებულიყო ხელშეკრულება, ასეთი რამ არ არსებობს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ესენი არიან სანქცირებული კომპანიები და უადგილო განცხადებები, რომ საქართველოს მთავრობამ რიკოთის პროექტი მისცა, ჩააბარა, არავისთვის არაფერი არ მიგვიცია, არ ჩაგვიბარებია და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროცედურის მკაცრი დაცვით მოხდა გამარჯვებული კომპანიების შერჩევა. შეგახსენებთ, რომ რიკოთის ოთხ მონაკვეთზე ოთხი სხვადასხვა კომპანიაა.

10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთში ჩართული 10 კომპანიიდან არც ერთი არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში. ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე, ტყუილი და ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

ბევრჯერ გაიჟღერა ცილისწამებამ, რაც უკავშირდება კორუფციას, კორუფციულ გარიგებებს, ეს არის აბსოლუტური ცილისწამება. ხუთი 5 წელია, რაც სამინისტროს სისტემაში ვსაქმიანობ და არც ერთი ფაქტი კორუფციის დამადასტურებელი არ ყოფილა წარმოდგენილი და ვერც იქნებოდა, ბუნებაში ასეთი არ არსებობს, მაგრამ კორუფციაში დამდასტურებელი ფაქტის გარეშე, რომ ადანაშაულებენ, იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული არიან პროექტის განხორციელებაში,არის დიდი შეურაცხყოფა და ცილისწამება, ასეთი რამ არის დაუშვებელი“, - განაცხადა ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, რიკოთზე მიმდინარე მშენებლობაზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს პარტია "ლელო".

პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა, ფინანსები და ა.შ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics