22:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 17:23:54, 1093 ნახვა

საზოგადოება
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი მირიან ჭელიძე სამხედრო პატივით დაკრძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის მაიორი - 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძე, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, სამხედრო პატივით დაიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მირიან ჭელიძე სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

"სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - შალვა ბედოიძემ, მინისტრის მოადგილეებმა - გიორგი ბუთხუზმა, იოსებ ჭელიძემ , ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გარდაცვლილი პოლიციელის კოლეგებმა და ახლობლებმა.
საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics