|
2023-08-07 16:56:41, 780 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა
მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, გაფრთხილების სისტემების ქონის შემთხვევაშიც, მეწყრული პროცესების შეჩერება ვერ მოხდებოდა. "მინდა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდო, თუ რა სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და გაძლიერების კუთხით და რამდენად ჩვენ საზოგადოებასთან პირნათელი ვიყავით მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე, ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში და ჩვენ, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს და გავაკეთოთ და გვაქვს ან გვექნება მომავალში შეიძლება მოხდეს ტრაგედიები, სამწუხაროდ და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება დაცვა ვერ მოვახერხოთ. ამაზე უფრო დეტალურად სპეციალისტები საუბრობენ, თქვენ მოისმინეთ არაერთი წამყვანი გეოლოგის განცხადება მიმდინარე მოვლენებზე და შოვის კონკრეტულ სტიქიასთან დაკავშირებით, რომ აქ, რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, ჩვენ მყისიერად იმ მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით და სამწუხაროდ, ეს გარდაუვალი შედეგი, ალბათ, დადგებოდა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)