2023-08-05 11:19:22, 759 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ შესაბამისი ბრძანება გამოიცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კურორტ შოვში მიმდინარე სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჩაერთვებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილ ბუნებრივ კატასტროფასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა. დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა მოაწერა ხელი.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,