06:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 09:44:09, 1045 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - მედია [ვიდეო]

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე წუხელ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, მათ შორის ერთ-ერთი დრონი ბიზნესცენტრ "მოსკოვი-სიტის" დაეჯახა და ფასადი დააზიანა.

როგორც რუსული სამთავარობო-პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ი წერს, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გამოცემა მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ იერიშის დროს რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ რუსეთმა "მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონზე უკრაინის რეჟიმის მიერ ტერორისტული თავდასხმის მცდელობა" აღკვეთა.

TASS-ის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics