09:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 13:42:18, 859 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება გრძელდება

ვაკის რაიონში გზების განახლება აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ დროისთვის, 90-მდე მისამართზე, დაახლოებით, 50 000 კვ.მ ფართობის გზის საფარი რეაბილიტირდა.

„გარდა ამისა, 10 მისამართზე მიმდინარეობს დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა, ხოლო ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების განახლება. გამგეობის დაკვეთით, ორ მისამართზე ასევე, მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე ქსელები, ორ მისამართზე დამცავი კედლები, ცხრა მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბეები.

თანამშრომლობა ვაკის რაიონში რეგისტრირებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთანაც აქტიურად მიმდინარეობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე, გამგეობამ, მიმდინარე წელს 65 პროექტი განახორციელა, რაც ამხანაგობების საერთო ქონების განახლებას გულისხმობს. სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად, 30 მისამართზე ლიფტები განახლდა, 13 მისამართზე მრავალბინიანი კორპუსების სახურავები რეაბილიტირდა, ცხრა მისამართზე წყალარინების ქსელები მოწესრიგდა.

სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული და საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.

სარეაბილიტაციო პროექტების გარდა, ვაკის რაიონში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ასევე, კულტურული, საბავშვო და სპორტული სამი ღონისძიება ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

     





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics