08:50 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 17:57:00, 668 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ახალგაზრდებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ

ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ახალგაზრდებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ სტრასბურგში, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან  შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.

„ამ ადამიანების მთავარი მიზანი და ამოცანაა, საქართველოში როგორმე შეცვალონ ხელისუფლება, ეს იქნება ძალადობრივი გზით, რევოლუციით, გადატრიალებით, დაპირისპირებით. მინდა, დავამშვიდო ისინი და მივმართო, რომ ქართველ ახალგაზრდებს ნამდვილად არ სჭირდება მათი ზრუნვა. საქართველოს ჰყავს ღირსეული, ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ატარებს ამ ქვეყნისა და მასში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს.

ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება ჩვენი შვილებისთვის და საქართველოს მომავლისთვის. შესაბამისად, ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ ახალგაზრდებს, თავიანთ შვილებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რომ საქართველო ღირსეულად გადიოდეს ამ გზას, რომელსაც ევრიონტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics