|
2015-02-09 21:46:59, 643 ნახვა
პოლიტიკა
ვალერიან ზუმბაძე ცილისმწამებლურ განცხადებების ავტორებს უჩივლებს
თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ვალერიან ზუმბაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბინძური კამპანია. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტიდან აცნობეს. ზუმბაძის მტკიცებით, ცილისწამების კამპანიას საფუძველი არ გააჩნია და რეალობას მოკლებულია. ამასთან, ვალერიან ზუმბაძე მზადაა, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში პასუხი გასცეს ყველა კითხვას.იგი საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ, შესაბამის უწყებაში საჩივარს შეიტანს. შეგახსენებთ, ზუმბაძესთან დაკავშირებით 2013 წლის ოქტომბერში, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია აკეთებდა განცხადებას, რომ ვალერი ზუმბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. მაისაიას და სხვა პირების მტკიცებით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 7 ივლისს სამი ფოტოგრაფი იქნა დაკავებული და ამ საქმეში სწორედ რომ ვალერიან ზუმბაძე ფიგურირებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)