18:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 13:37:48, 1183 ნახვა

საზოგადოება
TASS - Georgian Airways-ი მოსკოვიდან თბილისის გავლით ნიცაში ფრენებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი დღეიდან, თბილისის გავლით, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ფრენებს იწყებს. აღნიშნულ ინფორმაცის რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

TASS-ის ცნობით, ავიაკომპანია რეისებს კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

როგორც მედია წერს, ტრანზიტული ფრენის ბილეთის ფასი, დაახლოებით, $535 დოლარია.

მათივე ინფორმაციით, ნიცას გარდა, Georgian Airways-ი ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზის, ამსტერდამის, ვენის, თესალონიკის, თელ-ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკას მიმართულებითაც ახორციელებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვა რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე გასცა. რაც შეეხება Georgian Airways-ს, ავიაკომპანიამ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ნებართვა 16 მაისს მიიღო.

აღნიშნულის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics