19:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 17:08:56, 673 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე - გაუქმდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ გაიზარდა სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გაუქმების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინსტიტუციური კუთხით არასწორად იყო მოწესრიგებული ურთიერთობები.

მისივე განმარტებით, კონსულტაციების გავლის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ  გაუქმდა მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ გაიზარდა ერთიან სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე.

„რეალურად, ინსტიტუციური კუთხით არასწორად იყო მოწესრიგებული ურთიერთობები. ეს რეალურად საბჭოც არ იყო. მოგეხსენებათ, არის ე.წ. ბორდი საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს არის სამეურვეო საბჭო, რაც შეეხება აჭარას, სამეურვეო საბჭოც კი ვერ დაარქვეს, იმდენად არასწორად იყო ჩამოყალიბებული ინსტიტუციურად სტრუქტურა, დაარქვეს მრჩეველთა საბჭო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი სათანადოდ მოწესრიგდა. ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ ჩახედული ამ საკითხში და საბოლოო ჯამში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ  გაუქმდა მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ გაიზარდა ერთიან სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე. შესაბამისად, აჭარის ინტერესები საზოგადოებრივ მაუწყებელში იქნება სათანადოდ დაცული და გამოხატული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics