20:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 12:29:19, 678 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი სომხეთის რესპუბლიკის პროკურატურის იუბილესთან დაკავშირებულ კონფერენციას დაესწრო

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. გენერალურმა პროკურორმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის კონფერენციაში თემაზე: „პროკურატურის, როგორც კანონის უზენაესობის გარანტის დამოუკიდებლობა", რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პროკურატურის დაარსების 105 წლის იუბილესთან და პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, გენერალური პროკურორი ანა ვარდაპეტიანი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არმან დილანიანი და ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

„გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი გოგაძემ კონფერენციის თემატური პანელური დისკუსიების ფარგლებში მოხსენებებები წარადგინეს თემაზე: "გარე და შიდა საპროკურორო დამოუკიდებლობა - მექანიზმები და გამოწვევები".

კონფერენცია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის "პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის" მესამე ეტაპის (2023-2027) ფარგლებში გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics