22:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 17:18:00, 959 ნახვა

საზოგადოება
ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დაწესებული პასუხისმგებლობა მკაცრდება

„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების თაობაზე კანონპროექტით, ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დაწესებული პასუხისმგებლობა მკაცრდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და  81 ხმით მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დაწესებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ცვლილებით,  ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან/და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობის ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, 2 ან მეტი ცხოველის მიმართ, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.

კანონპროექტის თანახმად, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, 2 ან მეტი ცხოველის მიმართ, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics