23:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 09:59:16, 767 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო სოფელ ავლევში მავნებელ მწერთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორციელებს

ეროვნული სატყეო სააგენტო სოფელ ავლევში მავნებელ მწერთან  ბრძოლის ღონისძიებებს ახორცილებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, სატყეო ენტომოლოგების მიერ ფიჭვნარი კორომის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მავნებელი მწერის - ფიჭვის ქარციხერხიას გავრცელება  დასაშვებ ზღვარს აღემატება.

„ტერიტორიაზე  შეწამვლის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტო სპეციალისტები სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტყის მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ  ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა ორი წლის წინ დანერგა, რაც საფრთხის შესახებ ადრეული შეტყობინებისა და სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა.

სოფელ ავლევის ფიჭვნარში, ისე როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტყისთვის ზიანის მომტანი მავნე მწერებისა და დაავადებების მონიტორინგს, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორიცელებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics