18:47 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 18:05:54, 1081 ნახვა

სამართალი
მანანა ვაზაგაშვილი გია სოსანაშვილის მიერ იური ვაზაგაშვილზე პირად შურისძიებას გამორიცხავს

იური ვაზაგაშვილის დის მანანა ვაზაგაშვილის განაცხადებით, იური ვაზაგაშვილი შესაძლოა, მის მკვლელობაში ეჭვმიტანილ გია სოსანაშვილს იცნობდა, თუმცა მასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია.

მანანა ვაზაგაშვილი გია სოსანაშვილის მიერ იური ვაზგაშვილის პირადი შურისძიების მოტივით მკვლელობას გამორიცხავს.

"ზურა ვაზაგაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის" მსხვერპლი.  ამას იძახდა ჩემი ძმა 9 წლის განმავლობაში და ვიძახით ჩვენ.შესაძლებელია ჩემი ძმა გია სოსანაშვილს იცნობდა.ახლო ურთიერთობა არა მგონია, მაგრამ ისე შესაძლებელია იცოდა ვინ იყო. პირადი შურისძიება გამორიცხულია",-განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

ამასთან, ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, მთელი საქართველო გახარებულია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. თუმცა, მისივე განმარტებით, გამოძიება დამკვეთებამდე უნდა მივიდეს.

"ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.თუმცა მინდა ვთქვა, რომ გუშინდელმა დღემ ძალიან გამახარა არა მარტო მე, არამედ მთელი საზოგადოება ხარობს იმით, რომ მკვლელი უკვე სახეზეა და დაპატიმრებულია და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დამკვეთებს დაასახელებენ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია",-განაცხადა ია მეტრეველმა.

აღნიშნული განცხადებები მათ კორტებთან მემორიალთან გააკეთეს. დღეს ზურაბ ვაზაგაშვილს 31 წელი შეუსრულდებოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics