00:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 13:40:36, 761 ნახვა

საზოგადოება
იუსტიცია - დავით ფუტკარაძემ სისტემაში დანერგილი სიახლეები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სხდომაზე წარადგინა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ სისტემაში დანერგილი სიახლეები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სხდომაზე წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დავით ფუტკარაძემ ყურადღება გაამახვილა ელექტრონული სანოტარო აქტის დანერგვაზე ნოტარიატში.

"ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის გამოყენების მიმართულებით ნოტარიუსთა პალატაში უკვე  მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაზე.

გაციფრულების პროექტი ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის  ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეისათვის საქართველოს ნოტარიატი ასრულებს ისეთ დისტანციურ სანოტარო მოქმედებებს, როგორიცაა:  მინდობილობა, განცხადება/გარიგება, კომპანიის კრების ოქმის დადასტურება.

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სხდომა რომში გაიმართა და  მას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან ერთად  კოლეგები საერთაშორისო კავშირის წევრი  ქვეყნებიდანაც ესწრებოდნენ.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია. ქართველი ნოტარიუსები ჩართული არიან ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას ისახავს მიზნად",- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics