00:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 12:08:32, 758 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „ჩვენი ჯარი“ მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით დასრულდა

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ წარმატებით დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეების შემდეგ, გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრებს სტუდენტებთან მართავდნენ.

„სამხედრო მოსამსახურეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტს სტუმრობდნენ და ახალგაზრდებს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს პირადად აცნობდნენ. სტუდენტებთან შეხვედრებზე, რაც დიდწილად ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სიახლეები ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. თავდაცვის ძალების ოფიცრები და სერჟანტები მათ თავდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებსაც აცნობდნენ.

პროექტის ფარგლებში წლის ბოლო შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებთან გაიმართა.

თავდაცვის უწყება პროექტს „ჩვენი ჯარი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics