00:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 12:02:38, 808 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარე - შონ ო ფარელი დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომსახურების სააგენტოში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ბესიკ ტეფნაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

"მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებისა და მათი გაცემის წესის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics