|
2023-06-22 13:53:06, 1522 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერა გრძელდება, სოფლის მეურნეობაში ჩართული 1 500-მდე ოჯახი მიიღებს დახმარებას
აჭარის მთავრობის სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები განიხილეს. აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერის და დარგის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. "სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და აგრძელებს სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას და ამ მიმართულებით, დაახლოებით, 5 მილიონი ლარია მობილიზებული. საოჯახო მეურნეობების კუთხით, 1 500-მდე ოჯახი მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან. დავაფინანსეთ 13 პროექტი. იმედი მაქვს, რომ წელს აღნიშნული ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის ცნობით, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს ორ ღონისძიებას - სოფლად მეწარმეობის განვითარება და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა. საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში, შერჩეული იქნა 1 424 ბენეფიციარი და მიმდინარეობს ბენეფიციარების მიერ შესყიდული სასოფლო-სამეურნეო წარმოების სხვადასხვა ტექნიკის საშუალებების თანადაფინანსება. სოფლად მეწარმეობის განვითარება ღონისძიების ფარგლებში 2022 წელში დასაფინანსებლად შერჩეული იქნა 13 წარმატებული პროექტი. სოფლად მეწარმეობის განვითარება ღონისძიების ფარგლებში 2023 წელს პროექტების დასაფინანსებლად განაცხადების მიღება დაიწყება ივლისის თვეში.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)