01:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 23:56:48, 697 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - ღვიძლის ტრანსპლანტაციას სახელმწიფო სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს

ღვიძლის ტრანსპლანტაციას სახელმწიფო, სრულად 120 000 ლარით დააფინანსებს,  -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა  განაცხადა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო ამ დრომდე,  120 ათასი ლარიდან მხოლოდ 70 ათას ლარს აფინანსებდა, პრემიერის აქტიური ჩართულობითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ღვიძლის ტრანსპლანტაციას სრულად დააფინანსებს.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ  ქართველი, კვალიფიციური ექიმები, ასეთ რთულ ოპერაციებს ჩვენს ქვეყანაში წარმატებით ატარებენ.

„ამ პრობლემის მქონე მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მძიმე სოციალური ფონი აქვთ და ასეთი მასშტაბური თანხების მობილიზება უწევდათ, აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად სახელმწიფო სრულად აიღებს ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics