01:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 19:36:45, 892 ნახვა

საზოგადოება
„ხვალიდან ჭიათურელი დედებიც შეუერთდებიან შვილების პროტესტს და შიმშილობას ისინიც დაიწყებენ“ - მაღაროელების პროტესტის მე-16 დღე

ხვალიდან ჭიათურელი მოშიმშილეების დედებიც შეუერთდებიან შვილების პროტესტს და ისინიც დაიწყებენ შიმშილობას. ამის შესახებ ერთ-ერთმა მაღაროელმა საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნები უცვლელია :

  • ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით;
  • ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, შრომის უსაფრთხოების დაცვა;
  • აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება;
  • სადაზღვევო კომპანიის შეცვლა;
  • საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა;
  • ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება.

როგორც მაღაროელები აცხადებენ მათი შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, სანამ სამართლიანი მოთხოვნები არ შესრულდება.

"ყველამ კარგად იცოდეს, ვიწყებთ შიმშილობას და ეს შიმშილობა იქნება უვადო, ვიდრე ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები არ იქნება მიღწეული", - განაცხადეს მაღაროელებმა.

ამასთან ერთად ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი დღეს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, 35 წლის გიორგი მარუაშვილს ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა აქვს.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. 

15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვდნენ მეორე მხარისგან.

16 ივნისს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, 18 ივნისს კი, კიდევ ერთმა მაღაროელმა  თვალები ამოიკერა.

19 ივნისს მაღაროში დასაქმებულთა ნაწილმა ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა და პარლამენტის წინ კარვები გაშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics