01:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 10:17:21, 845 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს რკინიგზისა და პოლონეთის სარკინიგზო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით „დაძმობილების პროექტის“ დახურვის ცერემონია გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რკინიგზისა და პოლონეთის სარკინიგზო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს „დაძმობილების პროექტის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. 

საქართველოს რკინიგზის ცნობით, პროექტი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს, მიზნად საქართველოს სარკინიგზო სექტორის ევროპულ სტანდარტებსა და დებულებებთან მიახლოებასა და საქართველოს რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების მხარდაჭერას ემსახურება. 

„დაძმობილების პროექტის“ ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები ქართველ პარტნიორებს ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, პროექტების შემუშავებასა და პრაქტიკული წინადადებების მომზადებაში ეხმარებიან.

პროექტი, რომელიც 2021 წლის მარტში დაიწყო საქართველოში რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობას ითვალისწინებს. დახურვის ცერემონიაზე მხარეებმა მუშაობის შედეგები შეაჯამეს და ისაუბრეს იმ ჩარჩო დოკუმენტებზე, რომელიც საქართველოს სარკინიგზო სექტორს ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოებაში დაეხმარება",- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics