17:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 09:53:18, 1301 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ვნერვიულობ, რადგან პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს - ეს რეალურია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა "რეალურია".

მანამდე ბაიდენმა ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსება დაგმო და მას "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო საქციელი" უწოდა.

„დაახლოებით, ორი წლის წინ ვამბობდი, რომ ვნერვიულობ მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ახლაც ასე მიყურებენ, როცა ვამბობ, რომ ვნერვიულობ, რადგან პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს, ეს რეალურია“,- ამბობს ბაიდენი.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გასულ კვირას რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღების შესახებ განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ის სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 1945 წელს აშშ-ის მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ატომური ბომბი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics