|
2023-06-19 15:35:33, 797 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - სახელმწიფო, ღვიძლის ტრანსპლანტაციას, სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს
ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ბიუჯეტში ცვლილებებია. ღვიძლის ტრანსპლანტაციას, სახელმწიფო, სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. აზარაშვილის თქმით, სიახლე მხოლოდ დაფინანსების წესს შეეხება და სხვა მხრივ, პროგრამა არ იცვლება. „ღვიძლის ტრანსპლანტაციის ღირებულება 120 000 ლარია. ამ დრომდე, მას 70 000 ლარით ვაფინანსებდით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რთული იყო დარჩენილი თანხის, 50 000 ლარის მობილიზება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ღვიძლის ტრანსპლანტაცია სრულად დავაფინანსოთ, ეს მოიცავს როგორც დიაგნოსტიკას, ისე ოპერაციის ხარჯების ანაზღაურებას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ორგანოგადანერგილი პირები შშმ სტატუსის დადგენის უფლებით ვერ სარგებლობდნენ, რისთვისაც შესაბამისი ცვლილებები, მიმდინარე წლის იანვარში განხორციელდა და ღვიძლის, გულის ან თირკმლის გადანერგვა, მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)