|
2023-06-19 14:04:46, 949 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა შეხვედრამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის სამიტს. სი ძინპინის თქმით, მხარეებმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც მიაღწიეს შეთანხმებას. „მხარეებმა მიაღწიეს პროგრესს და შეთანხმდნენ ზოგიერთ კონკრეტულ საკითხზეც. ეს ძალიან კარგია. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, ბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ უფრო პოზიტიურ წვლილს შეიტანთ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, - განაცხადა სი ძინპინმა. Reuters-ის ცნობითვე, ლიდერებს შორის მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტის დასრულებისას შედგა. ამასთან, ეს ანტონი ბლინკენისა და სი ძინპინის პირველი შეხვედრაა 2018 წლის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში გუშინ 18 ივნისს, ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენმა უკვე გამართა შეხვედრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ცინ განგთან.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)